მოლდოვა-რუსეთი

მოლდოვამ თათრეთის პრეზიდენტს, რუსტამ მინიხანოვს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა – მედია

თათარსტანის პრეზიდენტი, რუსტამ მინიხანოვი

17 აპრილს მოლდოვის ხელისუფლებამ თათრეთის პრეზიდენტს, რუსტამ მინიხანოვს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც მას უკან, რუსეთში გაფრენა მოუწია. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედიაში ვრცელდება

მინიხანოვმა აღნიშნა, რომ მას გაგაუზიაში დაგეგმილ საერთაშორისო კონგრესში "ხალხთა მეგობრობა - 2023" უნდა მიეღო. გარდა ამისა, მისივე თქმით, ღონისძიებაზე გაგაუზიის ავტონომიური ერთეულის ლიდერობის კანდიდატმა, ვიქტორ პეტროვმა და მოლდოვის პარლამენტის დეპუტატმა, ალექსანდრე სუხოდოლსკიმ მიიწვიეს.

"სამწუხაროდ, მოლდოვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ არასასურველი მოქალაქეები ვართ, რომლებსაც არ შეუძლიათ ამ ქვეყანაში ჩამოსვლა". – აღნიშნა რუსტამ მინიხანოვმა.

რუსული სამთავრობო მედია, TACC სუხოდოლსკიზე დაყრდნობით წერს, რომ მინიხანოვს თან Ak Bars Holding Company-ის ხელმძღვანელი, ივან ეგოროვი ახლდა, რომელსაც ქვეყანაში შესვლაზე ასევე უარი უთხრეს. 

კომენტარები