რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სლოვაკეთმა უკრაინას, დაპირებისამებრ, МиГ-29-ის ტიპის 13 ავიაგამანადგურებელი გადასცა

სლოვაკეთის მფლობელობაში მყოფი МиГ-29

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სლოვაკეთმა უკრაინას, დაპირებისამებრ, МиГ-29-ის ტიპის 13 ავიაგამანადგურებელი გადასცა

პოლონეთთან ერთობლივი შეთანხმების შემდეგ პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი სლოვაკეთმა უკრაინას გასულ თვეში გაუგზავნა

"სლოვაკეთი სწორ მხარეზეა. ამ ნაბიჯით, ჩვენ, როგორც ქვეყანა, დიდი ასოებით შევედით თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, რომელიც საუბრობს დროულ დახმარებაზე, გულწრფელ სოლიდარობასა და ერის სიდიადეზე". - თქვა აღნიშნულთან დაკავშირებით სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა.

კომენტარები