რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სლოვაკეთმა უკრაინას МиГ-29-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას МиГ-29-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა. შესაბამის განცხადებას სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ავიაგამანადგურებლების ტრანსპორტირებაში უკრაინელ მფრინავებს სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალები დაეხმარნენ.

"სლოვაკეთი სწორ მხარეზეა. ამ ნაბიჯით, ჩვენ, როგორც ქვეყანა, დიდი ასოებით შევედით თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, რომელიც საუბრობს დროულ დახმარებაზე, გულწრფელ სოლიდარობასა და ერის სიდიადეზე". თქვა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა.

სლოვაკეთი უკრაინას ავიაგამანაგურებლების მომდევნო პარტიას უახლოეს კვირებში გადასცემს. საერთო ჯამში უკრაინა სლოვაკეთისგან 13 ერთეულ ავიაგამანადგურებელს მიიღებს.

კომენტარები