რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ში ვიზიტისას შმიგალმა ოსტინს დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა

Alex Brandon

ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის მთავრობის მეთაური, დენის შმიგალი აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

შეხვედრისას შმიგალმა აშშ-ს უწყვეტი სამხედრო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდება სთხოვა.

"დენის შმიგალმა შეერთებულ შტატებსა და პირადად თავდაცვის მდივანს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინის თავდაცვისთვისა და საკონტაქტო ჯგუფის შექმნაში მის მიერ ჩადებული ძალისხმევისთვის. ეს ჯგუფი დღეს 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს". - ნათქვამია შეხვედრასთან დაკავშირებით დენის შმიგალის ოფისის ოფიციალურ მოხსენებაში. 

"უკრაინელმა სამხედროებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ მოკლე დროში დაეუფლონ უახლეს აღჭურვილობას და ეფექტურად გამოიყენონ ის ბრძოლის ველზე. დაჩქარებული გამარჯვებისთვის უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება”. - აღნიშნა შეხვედრისას შმიგალმა.

კომენტარები