რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი F-16-ის თვითმფრინავების უცხოელ პილოტებს უკრაინაში საბრძოლველად იწვევს

ოლეკსი რეზნიკოვი
REUTERS/Murad Sezer

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა უკრაინის არმიაში გასაწევრიანებლად F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უცხოელო პილოტები მიიწვია. ამის შესახებ რეზნიკოვმა დანიელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება

შეხვედრაზე რეზნიკოვმა უცხოელი პროფესიონალები, რომელთაც აქვთ სურვილი, შესაბამისი ნებართვა და იციან, როგორ გამოიყენონ თვითმავალი არტილერია და ტანკები, უკრაინაში სამუშაოდ მიიწვია.  

"ეს ასევე ეხება პილოტებს. თუ არსებობენ მფრინავები, რომლებმაც იციან F-16-ის პილოტირება და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ [ომში], უცხოური ლეგიონი მზადაა, მათ კარი გაუღოს". - დასძინა რეზნიკოვმა.

უკრაინა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებას დასავლელი მოკავშირეებისგან არაერთი თვეა, ელოდება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით კიევმა მოკავშირეებისგან მხოლოდ საბჭოთა თვითმფრინავები მიიღო.

კომენტარები