სასამართლო კლანის დასანქცირება

ღარიბაშვილი: ჩვენი სასამართლოთი და ყველა მოსამართლით ვამაყობ

იმ დღეს, როცა ქართული ოცნება ქვეყნის მმართველი გახდა, სასამართლოც თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა [...] რეფორმების 4 ტალღის შედეგი არის ის, რომ დღეს ჩვენი სასამართლო მთელ ევროკავშირში ერთ-ერთი სამაგალითოა. ამას ადასტურებს რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევებიც. ჩვენი სასამართლოს მიმართ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ნდობა ძალიან გაზრდილია. საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალი. რეალურად, ჩვენი მოქალაქეები სამართალს საქართველოში პოულობენ [...] მინდა, ვთქვა, რომ მე ჩვენი სასამართლოთი და ყველა მოსამართლით ვამაყობ. ისინი ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან, რომლებიც საქართველოს ემსახურებიან [...] მინდა, ქალბატონ ნინო ქადაგიძესა და ყველა მოსამართლეს თავიანთი საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. 


თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ნინო ქადაგიძესთან, საბჭოს წევრებთან და მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები