სასამართლო კლანის დასანქცირება

ღარიბაშვილი: ყველა მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ

მე მქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინო ქადაგიძესთან, ასევე, მოსამართლეებთან, საბჭოს წევრებთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი: მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ყველა მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენი მმართველობის დროს, სასამართლო ყოველგვარი ჩარევებისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა. როგორც შიდა ჩარევებისგან, ასევე, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ჩარევა მიუღებელია. მოსამართლეებზე რაიმე გავლენის მოხდენა, ჩვენთვის ყველასთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებზე. 

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, საბჭოს წევრებთან და მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები