ლაზარე გრიგორიადისის საქმე

მთავრობა კანცელარიას ღობავს – ლაზარეს თავისუფლებისთვის აქცია პარლამენტთან გაიმართება

მთავრობა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას ღობავს. ხვალ, 8 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი ლაზარეს თავისუფლებისთვის აქცია პარლამენტთან გაიმართება. 

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმწობითი სამუშაობი მიმდინარეობს და დაგეგმილია სკვერის მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის განახლება. 

ვარდების რევოლუციამდე ადმინისტრაცია შემოღობილი იყო. თუმცა დღეს, 2003 წლისგან განსხვავებით, მთავრობა შენობასთან ერთად ბარიკადებში მიმდებარე ტერიტორიასაც აქცევს.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს, 20:00 საათზე ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტისა და ევროპული საქართველოს ორგანიზებით ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

აქციაზე ქართველი მუსიკოსები, მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას გამოუცხადებენ ლაზარეს. 

"რუსულ კანონზე უკანდახევის შემდეგ, რეჟიმმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო - ქართული სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არიან.

გვჯერა, რომ მოქალაქეების თანადგომას შეუძლია ლაზარე სანქცირებული სასამართლოს შერჩევითი სამართლისგან იხსნას და საერთო ეროვნულ წარმატებას მსხვერპლად არ შეეწიროს!

ადამიანის შავრაზმული დემონიზაციის მცდელობა, ბუმერანგად უნდა დაუბრუნდეს ყველას, ვინც ამას ცდილობს!

აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები". – წერენ აქციის ორგანიზატორები. 

 ლაზარეს მხარდასაჭერად აქციაზე თითო სიმღერას შეასრულებენ:

STEPHANE
აჩიკო გულედანი
ჯგუფი "დაგდაგანი"
ჯგუფი "წერილი"
LOUDSPEAKERS
შაბათ-კვირა

მასალა განახლებადია

კომენტარები