სასამართლო კლანის სანქცირება

მურუსიძე: საიდან იცის დეგნანმა, რომ ღამით ზარებს ვახორციელებთ? ესეიგი, გვისმენენ

თუ ქალბატონი კელი დეგნანი ამბობს, რომ ჩვენ ვახორციელებთ ღამის ზარებს, საიდან იცის ქალბატონმა დეგნანმა, რომ ზარებს ვახორციელებთ? ესეიგი, გვისმენენ. აშშ-ს საელჩო ტელეფონზე გვისმენს. თუ გვისმენენ, არაუშავს, მაშინ, ვთხოვ მათ, გამოაქვეყნონ ეს ზარები და დაანახონ საზოგადოებას, რომ ლევან მურუსიძე ღამით ურეკავს კონკრეტულ მოსამართლეს, ქრთამს აძლევს და აღებინებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. მე არ ვიქნები წინააღმდეგი, უბრალოდ, მაინტერესებს, საიდან აკეთებს ქალბატონი კელი ამ დასკვნას, რომ მე ღამით მოსამართლეს ვურეკავ და ვაღებინებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ალბათ, მისმენენ, ხო? თუ მისმენენ და თუ აქვთ ამის მტკიცებულებები, გამოაქვეყნონ, მე არ ვარ ამის წინააღმდეგი.

ამბობს აშშ-ს მიერ სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე იმედთან ინტერვიუში. 

“სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე”. - თქვა კელი დეგნანმა სანქციებზე საუბრისას. 

კომენტარები