სასამართლო კლანის სანქცირება

მურუსიძე სანქციებზე: ფიქრობენ, მე მაქვს როლი, რომელსაც შეუძლია, ლიდერის ფუნქცია იკისროს

მათ აქვთ ასეთი წარმოდგენა და, შესაძლებელია, სწორადაც, რომ სასამართლო სისტემაში მე მაქვს ისეთი როლი, რომელსაც შეუძლია, ლიდერის ფუნქცია იკისროს, მოსამართლეები გააერთიანოს საერთო მიზნის გარშემო. რა თქმა უნდა, მოსამართლეები თავიანთ გადაწყვეტილებაში არიან დამოუკიდებლები, მაგრამ როდესაც მოსამართლეს ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მოსამართლეებს ერთი აზრი რომ ჰქონდეთ, გასაოცარი აქ არაფერი არ არის. 

მე თავის დროზე გავაკეთე ისე, რომ ვარ მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვიცნობ ყველა მოსამართლეს სასამართლო სისტემაში, ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ფიქრობენ, რომ თუ ამ მენეჯმენტს დისკრედიტაციას გაუკეთებენ და იტყვიან, რომ მურუსიძე არის კორუმპირებული, მოახდენენ სასამართლო სისტემაში ბზარის შეტანას. 

ამბობს იმედთან ინტერვიუში აშშ-ს მიჯერ სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე კითხვაზე, რატომ დაუწესეს სანქციები მას.  

კომენტარები