სასამართლო კლანის სანქცირება

იუკნევიჩიენე სანქციებზე: ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სახდეპის მხრიდან

ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ევროპულ პარლამენტს არაერთხელ მოუთხოვია სანქციების დაწესება, მაგრამ საუბარია სანქციების დაწესებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის მიმართ, რომელიც ყველაფრის უკანაა, მათ შორის, მოსამართლეების, მართლმსაჯულების და პოლიტიკური სისტემების, ბუნებრივია, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. მე მჯერა, რომ მოსამართლეების საქმე და ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გაზიარებას ევროკავშირში, ვნახოთ, ჯერჯერობით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. აქ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ერთსულოვნებაა მნიშვნელოვანი.

[ფორმულას თარგმანი] ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში აშშ-ს მიერ მოსამართლეთა კლანის სანქცირებაზე ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე. 

კომენტარები