უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში გამართული ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ვარშავა კიევს ახალ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.
შეხვედრა ზელენსკისა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შორის 5 აპრილს შედგა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პოლონეთი უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორ Rosomak-ს (100-მდე ერთეულს), თვითმავალ ჰაუბიცა Rak-ს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, მათ შორის მობილურ საზენიტო სარაკეტო სისტემა Piorun-სა და სხვა შეიარაღებას გადასცემს.
ამას გარდა, პოლონეთი და უკრაინა 125-მმ-იანი საბრძოლო მასალის ერთობლივ წარმოებას განაახლებენ.