რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: ჩინეთს შეუძლია უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ჩინეთს შეუძლია უკრაინაში "მშვიდობისკენ მიმავალი გზის" ძიებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ამის შესახებ მაკრონმა პეკინში ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა.

"ჩინეთს, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებით, რაც ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს [უკრაინაში მშვიდობისთვის]". - თქვა მაკრონმა.

ამავდროულად, მაკრონმა ხაზი გაუსვა, პეკინის წინააღმდეგობას უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და ასევე, სამშვიდობო ინიციატივას კიევსა და მოსკოვს შორის.

გარდა ამისა, მაკრონის თქმით, საფრანგეთი შეეცდება უკრაინაში "მშვიდობისა და სტაბილურობისთვის პასუხისმგებლობის სფეროში" ჩინეთთან ერთად იმუშაოს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დღეს დაიწყო და 7 აპრილამდე გაგრძელდება. ხვალ მაკრონი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შეხვდება.

კომენტარები