2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

"ტრამპა პრეზიდენტობისთვის არ უნდა იბრძოლოს" – ასა ჰაჩინსონი რესპუბლიკელთა პრაიმერში ჩაერთო

The New York Times/Doug Mills

არკანზასის ყოფილი გუბერნატორი, ასა ჰაჩინსონი აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრძოლებს. ჰაჩინსონი ოფიციალურ განცხადებას ამ თვის ბოლოს ბენტონვილში, არკანზასში გაავრცელებს.

"რა თქმა უნდა, [ტრამპმა] უარი უნდა თქვას პრაიმერში რბოლაზე, თუმცა ვიცით ამას არ აპირებს და, ამასთანავე, არ არსებობს ამის კონსტიტუციური მოთხოვნის შესაძლებლობა". - აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა. 

ჰაჩინსონი პრაიმერში კრიტიკულ პერიოდში ერთვება, რადგან ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ ფულთან დაკავშირებით ბრალის წარდგენა ემუქრება.

ჯერჯერობით ჰაჩინსონი ერთადერთი ოფიციალური კანდიდატია, რომელიც ტრამპს ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

ჰაჩინსონი რესპუბლიკურ პრაიმერს უერთდება, სადაც ტრამპის გარდა, სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი და ბიზნესმენი, ვივეკ რამასვაიმი იბრძვის. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ რბოლას კიდევ რამდენიმე კანდიდატი გაზაფხულზე შეუერთდება.

როდისთვის იქნება ცნობილი რომელი რესპუბლიკელი დაუპირისპირდება ტრამპს 2024 წლის არჩევნებში?

კომენტარები