რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის 274 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოყო

ნიდერლანდების მთავრობამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოყო, რომლის ღირებულება საერთო ჯამში 274 მილიონი ევროა. ამის შესახებ ინფორმაციას European Pravda ნიდერლანდელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ თანხიდან 180 მილიონი ევრო განკუთვნილია ჰუმანიტარული დახმარების, სოფლის მეურნეობისა და რესტავრაციისთვის, ხოლო დარჩენილი 94 მილიონი ევრო – უკრაინის შეიარაღებული ძალების  მხარდაჭერისთვის, დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.

დახმარების პაკეტის გარკვეული ნაწილი მოხმარდება უკრაინასა და NATO-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ნაწილი კი – ჰააგაში რუსეთის სამხედრო ქმედებებით მიყენებული ზარალის რეესტრის შექმნასა და უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიების გაადვილებას. 

კომენტარები