საქართველო-ევროპა

ზურაბიშვილი: დღეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია

დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ სირთულეებით სავსე 32 წელი გამოიარა. ქართველმა ხალხმა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა ამ დღეებში კიდევ ერთხელ და გასული წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია. ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული. გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალისხმევა გასწია [...] დღეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია. მე ამას ვამბობ როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც მთელი ქართველი ერის ხმა [...] საქართველო და ქართველი ხალხი დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას იმსახურებს. ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. 

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიტვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები