რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, თავდასხმის შედეგად 16 საცხოვრებელი კორპუსი, 8 კერძო სახლი, საბავშვო ბაღი, გაზსადენები და მანქანები დაზიანდა. 

"დღეს დილით რუსები თავს დაესხნენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს. შედეგად ძლიერ დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები". - აღნიშნა კირილენკომ ინტერვიუში. 

კომენტარები