საქართველო-ევროკავშირი

კრამონი: ოცნების ბრალდებების მიუხედავად, ვფიქრობ, ქართველებს ესმით, რომ მეგობარი ვარ

მე პოლიტიკოსი ვარ, მიჩვეული ვარ ბრალდებებს და ეს ძალიან ხშირად ხდება, განსაკუთრებით საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან. საქართველოს მოსახლეობას ესმის, რომ მე ვარ თქვენი მეგობარი, მე გიჭერთ მხარს და ნამდვილად ვცდილობთ, რომ საქართველო ევროკავშირთან დავაახლოოთ. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბრალდებებია გაჟღერებული, ქართველი ხალხი ხვდება, რომ მე მეგობარი ვარ. არავის ადარდებს ეს [მმართველი პარტიის] განცხადება, ესაა მათი მოსაზრება - ისინი ფიქრობენ, რომ ასე უნდა მართონ ქვეყანა, კი ბატონო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანების უმრავლესობას - თქვენს მაყურებლებს, ახალგაზრდებს, ესმით რა ხდება ქვეყანაში, როგორ ხდება მანიპულირება, როგორ ვრცელდება ტყუილები ჩემ შესახებ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის [ანალენა ბერბოკის] შესახებ. ამას ჩვენ ვერ შევცვლით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი გულწრფელი მოტივებით და გავაჟღეროთ ის, რისიც გვწამს.

თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამენმა ფორმულას ეთერში.

კომენტარები