რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსები უკრაინელებს რუსული პასპორტის გარეშე ხერსონის ოლქში არ უშვებენ

ხერსონის ოლქში რუსები ზღუდავენ იმ უკრაინის მოქალაქეების გადაადგილებას, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის პასპორტები არ აქვთ მიღებული. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი Facebook-ზე ავრცელებს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძარცვას აგრძელებენ. ამასთან, რუსები მოსახლეობის მობილურ ტელეფონებს აქტიურად ამოწმებენ და უკრაინის მოქალაქეების სახლებს უნებართვოდ ჩხრეკენ მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ერთ-ერთ რუსულ სამიზნეზე ხერსონის ოლქში წარმატებული თავდასხმა განახორციელეს.

გენშტაბი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას აგრძელებენ.

კომენტარები