ჰოგვორტსი

"ჰაგრიდის გარეშე ჰოგვორტსიც არ არსებობს" – ტომ ფელტონი რობი კოლტრეინს იხსენებს

Tiempox

30 მარტს რობი კოლტრეინს 73 წელი შეუსრულდებოდა. ჰაგრიდის როლის შემსრულებელი მრავალწლიანი ავადმყოფობის შემდეგ, 2022 წლის 14 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

კოლეგა და უფროსი მეგობარი გაიხსენა ჰარი პოტერის ფილმების ვარსკვლავმა ტომ ფელტონმა. დრაკო მალფოის როლის შემსრულებელმა კოლტრეინს ლიტერატურული ესე მიუძღვნა.

"ჰარი პოტერის გადასაღებ მოედანზე სამსახიობო შემადგენლობა უფროსებად და ბავშვებად იყო დაყოფილი. პირველ ნაწილზე მუშაობისას მე 13 წლის ვიყავი, დენ რედკლიფი 11-ის, ხოლო ემა უოტსონი 9-ის, მეგი სმიტი და რიჩარდ ჰარისი კი, 70 წელს იყვნენ გადაცილებულნი, თქვენ თვითონ მიხვდებით ვინ იყო ბავშვი და ვინ იყო უფროსი. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც არც ერთ კატეგორიაში არ ჯდებოდა და ორივე ბანაკში ყოფნას ახერხებდა, ეს ადამიანი რობი კოლტრეინია. მას ჰქონდა უფროსის გონება და ბავშვის გული, რომ არა ეს მოცემულობა ჰაგრიდიც არ იარსებებდა. ჰაგრიდის გარეშე კი, ჰოგვორტსიც არ არსებობს. და ვერავინ ვერასდროს ითამაშებს თავაზიან გიგანტს ისე კარგად, როგორც ჩემმა მონატრებულმა მეგობარმა, რობი კოლტრეინმა ითამაშა". – წერს ფელტონი. 

კომენტარები