აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში დეპუტატი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ფაზილ მუსტაფა

აზერბაიჯანელი დეპუტატი ფაზილ მუსტაფა საკუთარ სახლთან, ბაქოს ერთ-ერთ გარეუბანში დაჭრეს.

ფაზილ მუსტაფას ცეცხლსასროლი იარაღიდან 28 მარტის ღამეს ესროლეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და უკვე გონზე მოვიდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი დეპუტატი მხარსა და ფეხში იყო დაჭრილი. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. 

აზერბაიჯანის მთავრობა მიიჩნევს, რომ თავდასხმა ტერორისტული სახისაა.

ფაზილ მუსტაფა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი 2005 წლიდან არის. ის პარტია დიადი წესრიგის წევრი და ამ პარტიიდან ერთადერთი დეპუტატი.

კომენტარები