რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Leopard 2-ის ტიპის 18 ტანკი, რომელთა გადაცემასაც ბერლინი კიევს დაჰპირდა, უკვე უკრაინაშია

Leopard 2A6-ის ტიპის ტანკი
Michael Gottschalk / photothek / IMAGO

Leopard 2-ის ტიპის 18 ტანკი, რომელთა გადაცემასაც ბერლინი კიევს დაჰპირდა, უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს

Spiegel-ის ცნობით, ტანკების ბოლო პარტიამ გერმანია გასული კვირის ბოლოს დატოვა და უკრაინას უკვე გადაეცა.

Leopard 2-ის გარდა, გერმანიამ უკრაინაში Marder-ის ტიპის 40-მდე ქვეითი საბრძოლო მანქანაც გაგზავნა. გერმანიის მთავრობა უსაფრთხოების მიზეზების გამო იარაღის მიწოდების ზუსტ მარშრუტთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. 

კომენტარები