მოლდოვა

მოლდოვაში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები გაიმართება

მოლდოვაში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით, დღეიდან 7 აპრილის ჩათვლით სამხედრო წვრთნები გაიმართება.

მოლდოვის თავადაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობას მოლდოველ ჯარისკაცებთან ერთად, რუმინელი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წვრთნების ფარგლებში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ერთმანეთს სამხედრო გამოცდილებას გაუზიარებენ. ამავდროულად, დაგეგმილია სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის ოპერატიული ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესება.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ წვრთნების მიმდინარეობის პერიოდში საავატომობილო გზებზე შესაძლოა, გამოჩნდეს სამხედრო ტექნიკა და მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამხედრო ტექნიკის გადაადგილების მიზეზებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.

კომენტარები