რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიამ, როგორც EU-ს ყველაზე მდიდარმა ქვეყანამ კიევისთვის მეტი უნდა გააკეთოს – მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, გერმანია უკრაინას სათანადოდ არ ეხმარება. მორავიეცკის აზრით, NATO-ს მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები 3%-მდე უნდა გაზარდონ, ევროკავშირმა შეიარაღებისთვის ახალი ვალის შესაძლებლობა უნდა განიხილოს, ხოლო ქვეყნებმა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებისთვის შესაბამისი ზომები დროულად უნდა მიიღონ

"გერმანიამ უკრაინაში მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა გააგზავნოს, ასევე, კიევს უფრო მეტად უნდა დაეხმაროს ფინანსურად, ვინაიდან ის ეკონომიკურად ევროპის ყველაზე მდიდარი და დიდი ქვეყანაა. დავაზუსტებ, მე მათ თავს არ ვესხი, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რაც აშკარაა. ბერლინი არ იყო ისეთი გულუხვი, როგორიც უნდა ყოფილიყო - მე მათ ამისკენ კვლავ მოვუწოდებ.". - ამბობს მორავიეცკი. 

კრიტიკასთან ერთად, მორავიეცკიმ აღნიშნა ისიც, რომ ბერლინმა ბოლო დროს თავისი პოლიტიკა შეცვალა, რაც სამხედრო მოდერნიზაციაში უზარმაზარ ინვესტიციებსა და ომის ზონაში იარაღის გაგზავნის აკრძალვის გაუქმებას გულისხმობს. კერძოდ, მორავიეცკიმ ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნაზე

"სამი თვის წინ გერმანია ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო - ახლა ეს შესაძლებელია". - თქვა მან. 

კომენტარები