რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის 12 Mi-24-ის ტიპის ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს

ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაიას თქმით, მაკედონიის მთავრობა უკრაინას 12 Mi-24 ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს

პეტროვსკაიამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას უკრაინისთვის Mi-24-ის ვერტმფრენების მიწოდება. მინისტრის თქმით, 29 მარტს მთავრობის სხდომაზე წინანადება, სავარაუდოდ, ოფიციალური გადაწყვეტილების სახეს მიიღებს. 

პეტროვსკაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე გავლენას არ მოახდენს. Mi-24-ების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის სამინისტრო 8 ახალ ვერტმფრენს შეიძენს. 

კომენტარები