ჯოზეფ ბორელი

ბორელი ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობაზე: ამ უსაზღვრო მეგობრობას გარკვეული საზღვრები აქვს

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/Yves Herman/File Photo

უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ, მიუხედავად საპირისპირო რიტორიკისა, ჩინეთის პარტნიორობას რუსეთთან საზღვრები აქვს. 

ბორელმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა მჭიდრო ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირები დაამყარა რუსეთთან, მას სამხედრო ალიანსი არ შეუქმნია. 

"როგორც ჩანს, ამ უსაზღვრო მეგობრობას გარკვეული საზღვრები აქვს". - ამბობს ბორელი.

მისი თქმით, მშვიდობის შესახებ ჩინეთის წინადადებები იმაზე მეტყველებს, რომ მას არ სურს ბოლომდე გახდეს მოსკოვის მოკავშირე. ბორელის აზრით, ჩინეთს კოორდინატორის როლი სურს და არა შუამავლის.

ბორელმა ასევე თქვა, რომ ის მალე ეწვევა ჩინეთს, თუმცა მოგზაურობის თარიღი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

კომენტარები