პედრო სანჩესი

მსოფლიომ ჩინეთის ხმას უნდა მოუსმინოს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს – სანჩესი

24 მარტს, ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, მსოფლიომ ჩინეთის ხმას უნდა მოუსმინოს, რათა უკრაინის ომიდან გამოსავალი იპოვოს.

"ჩინეთი გლობალური აქტორია, ამიტომ, ცხადია, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მის ხმას, რათა დავინახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომს ბოლო მოეღოს და უკრაინამ აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა". - თქვა სანჩესმა ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ესპანეთის პრემიერმინისტრი 31 მარტს პეკინში ჩასვლას გეგმავს, სადაც პრეზიდენტ სი ძინფინგს შეხვდება. როგორც ვარაუდობენ, სანჩესი და სი ძინფინგი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზებზე ისაუბრებენ.

სანჩესმა საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო წინადადებას, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიის სტატუს კვოს აღდგენას 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე. 

კომენტარები