ქართული ოცნება

კობახიძე: გუბაზ სანიკიძემ საკუთარ დედაზე შეიწერა

დეტალები არ ვიცი, მაგრამ შემიძლია, ერთადერთი რამ გითხრათ, რომ გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის შენობიდან გაქცევა სამარცხვინოდ მოუწია. ეს სათანადო პასუხი იყო იმ სამარცხვინო განცხადებაზე, რაც მან გააკეთა. რაც შეეხება 100 000 დოლარს. ვინც საქმეში ჩახედულია, ყველამ იცის, რომ მას ნაციონალობისთვის $100 000 აქვს აღებული. მილიონი ვერა, მაგრამ $100 000 იშოვა. როცა 100 000 დოლარად ნაცი ხდები, ამაზე დიდი სირცხვილი უბრალოდ არ არსებობს. ეს ადამიანი არის მართლაც მორალური ფსკერი [...] მე ძველბიჭური განცხადებები არ მიყვარს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ საკუთარ დედაზე შეიწერა. ამ 100 000 დოლარის აღების უარყოფა უნდოდა. $100 000-ად განაცდა და შემდეგ საკუთარ დედასაც არ სცა პატივი. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატზე, გუბაზ სანიკიძეზე. "მტყუანის დედას შევე*ი". – უთხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. სიტუაცია პარლამენტში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ღარიბაშვილმა სანიკიძეს "სააკაშვილზე გაყიდული" უწოდა. "ეს კაცი ერთ დროს იყო ჩვენი გუნდის წევრი, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე, მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. $100 000 არის გაყიდული, რომ იცოდეთ თქვენ ყველამ". – თქვა ღარიბაშვილმა სანიკიძეზე.

კომენტარები