[პრობლემების] ერთი ნაწილი არის 12 პუნქტი, მეორე არის ანტიდასავლური პროპაგანდა და შეურაცხყოფა, მესამე არის უკრაინასთან პოზიციონირება. არის ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, გაუგებარია, სად დგას საქართველო, ვის მხარეს არის. იმ ქვეყნებს საერთოდ არ აინტერესებთ, არც 12 პუნქტი და არც არაფერი, ყველაფერი მეორეხარიახოვანიაო - აინტერესებთ, საქართველო სად დგას და მანამ ეს არ იქნება ცხადი, შანსი არ არის, რომ სტატუსზე თანხმობა მოგცეთო. ეს არის რეალობა. დაუძლეველი რაღაცები არის, ერთადერთი, ამის დაძლევა შეიძლება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მაგის შემდეგ გაიხსნება ეს ფანჯარა. მანამდე, ამ რეალობაში, სტატუსის მიღება, ჩემი აზრით, არის შეუძლებელი. მე არ მჯერა, ყოველ შემთხვევაში.
tbl.ge/6bcv
დაკოპირდა

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მთავართან ინტერვიუში საუბრობს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომლებიც ბრიუსელსა და სტრასბურგში ვიზიტისას პარტნიორებთან განიხილეს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე
- ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური - პაპუაშვილი ევროკომისიასთან დიალოგზე
- 11 ივნისს საქართველოსა და ევროკომისიას შორის დიალოგის 1-ელი შეხვედრა გაიმართება - საგარეო
- ლავროვი: საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია




