რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირი რეალურად არ არის მზად სომხეთსა თუ ქვეყნებს, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღო, წევრობა მიანიჭოს.
"ვხედავთ, რომ სომხეთის ხელისუფლება დაჩქარებული ტემპით მიიწევდა ევროკავშირის მიმართულებით - სიტყვებით, განცხადებებითა და გარკვეული ქმედებებით, ამას ყველანაირად უსვამდა ხაზს. ელოდებიან თუ არა მათ იქ? კიდევ რამდენჯერ უნდა დაისვას ეს რიტორიკული კითხვა? ჩემი აზრით, პასუხი უკვე აშკარაა: არ ელოდებიან მათაც კი, ვინც კანდიდატის სტატუსი მიიღო. თუ კანდიდატობასთან მიახლოებული რაიმე სტატუსიც კი არ არსებობს, აშკარაა, რომ არ ელოდებიან" - თქვა ზახაროვამ.




