ქართული ოცნება

TV იმედი: ჩაჩიბაია და იობაშვილი ღარიბაშვილის მრჩევლები ხდებიან, ხელაშვილი – პაპუაშვილის

სამთავრობო მედია იმედის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერმინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.

"ჩვენი გუნდის ლიდერები ამბობდნენ, რომ იქნებოდა გარკვეული საკადრო ცვლილებები. ჩვენი სამი კოლეგა არის ღირსეული პიროვნება, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე  გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნისა და გუნდის სამსახურში ყოფნასა და მუშაობას. რაც მთავარია, ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ერთსულოვანი, და ჩვენ ერთად განვაგრძობთ ჩვენს ქვეყნის მოქალაქეებზე, უსაფრთხოებაზე, ასევე კეთილდღეობაზე ზრუნვასა და მუშაობას" - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ სამ დეპუტატს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებისთვის მხარი არ დაუჭერია. კერძოდ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, გიორგი ხელაშვილმა რეგისტრაცია არ გაიარა, ნინო იობაშვილი კი - სხდომას არ დასწრებია.

კომენტარები