ჩემი პირადი სურვილი არის, რომ მანდატი დავტოვო. ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ პარლამენტი დავტოვო. ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს [...] ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის მე მზად არ აღმოვჩნდი. იცით, რომ 30 წელი ჯარში ვიყავი. ჩემი პირადი სურვილი არის, რომ პარლამენტიდან გამოვიდე და ვნახოთ. მაგრამ, ამავდროულად, მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი [...] მანდატის დატოვების სურვილი იმიტომ მაქვს, რომ ვფიქრობ, ალბათ, საჯარო ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე, დავუშვათ, საპარლამენტო ცხოვრებაში [...] მანდატს დავტოვებ და ალბათ გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა, საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ [...] ამ საკითხზე კომუნიკაცია უკვე მქონდა და ჩემი პოზიცია ფაქტობრივად ყველამ იცის. თუმცა, ვნახოთ. რაღაც არის, რაც დავუშვათ დამატებით განხილვას საჭიროებს [...] რა თქმა უნდა, ჩემი ნეიტრალური პოზიცია, რაც [პარლამენტში რუსული კანონის კენჭისყრაზე] დავაფიქსირე, გარკვეულ ახსნას ეფუძნებოდა. ვფიქრობ, არის გარკვეული საკითხები, რომელიც შიდაპარტიულ განხილვას საჭიროებს, ვიდრე ასე საზოგადოდ მსჯელობას. ამას ჩემთვის დავიტოვებ, რადგან არის საკითხები, რომელიც ეხება ამ დოკუმენტის არა მხოლოდ შინაარს, არამედ, დროის საკითხსაც.
tbl.ge/6b73
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა დროებასთან საუბარში. ჩაჩიბაიამ რუსულ კანონს პარლამენტში მხარი არ დაუჭირა. მან ამ საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




