ენმ

დეკანოიძე: პარტიის დატოვებაზე ნაფიქრი მაქვს, აზრთა სხვადასხვაობა მაქვს კოლეგებთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, მას პარტიის დატოვებაზე უფიქრია, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

"მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, მე არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და მათ შორის გუშინაც მქონდა საკმაოდ მძიმე საუბრები. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი. ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პირადად ჩემს მიერ გაჟღერებული.

[ენმ-ს დატოვებაზე] ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ, ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება". – თქვა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძემ პარლამენტში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი 31 იანვარს დატოვა. დეკანოიძეს მიაჩნდა, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი შედეგის მომტანი არ იყო და პარლამენტი ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია. თავმჯდომარის პოსტზე ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ პარტიული თანამდებობები არაერთმა ლიდერმა დატოვა.

კომენტარები