ენმ

დეკანოიძე: ვაპირებ, საპარლამენტო განხილვებში ჩავერთო, ბოიკოტი შედეგის მომტანი არ არის

ვაპირებ, რომ საპარლამენტო განხილვებში ჩავერთო. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც ალბათ, ყველას გვსურს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.

მგონი, ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადნახევარი დარჩა და ამაზე უკვე სამი წელია საუბარი, რაც წარმოუდგენელია. მე მაგალითად, ჩვენი ამომრჩევლის პირადად მრცხვენია, ვისაც ამაზე ვესაუბრებით და ეს არის მთავარი განმსაზღვრელი წესრიგი სამი წელია.

ალბათ, იმ კვირაში კონტურები გამოიკვეთება, როგორ აპირებს პარტია საქმიანობას.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ. 6 თებერვალს, სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ ენმ-ს თამჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და პარლამენტში საქმიანობას წვეტს.

კომენტარები