რუსეთი-უნგრეთი

უნგრეთი უარყოფს ცნობას, რომ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ EU-ს განცხადება დაბლოკეს

ვიქტორ ორბანი და ვლადიმირ პუტინი ბუდაპეშტში, 2017 წელი.
კრემლი

უნგრეთის საერთაშორისო კომუნიკაციების სახელმწიფო მდივანი, ზოლტან კოვაჩი წერს, რომ აქამდე გავრცელებული ცნობა, თითქოს ბუდაპეშტმა ვეტო დაადო ევროკავშირის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებულ განცხადებას, ცრუ ინფორმაციაა.

"ცრუ ინფორმაციაზე, რომ უნგრეთმა "ვეტო დაადო" ევროკავშირის პოზიციას ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერზე: უნგრეთმა აღიარა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება და კომენტარის გაკეთება არანაირად გვსურს. თუმცა, თუ უმაღლეს წარმომადგენელს (ჯოჟეფ ბორელი) ან ნებისმიერ წევრ ქვეყანას სურს განცხადების გაკეთება, უნგრეთი წინააღმდეგი არ იქნება". – წერს Twitter-ზე კოვაჩი. 

გასულ დღეს Bloomberg-მა გაავრცელა ცნობა, თითქოს უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავებაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერის შესახებ. 

17 მარტს, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში". მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს

კომენტარები