ქართული ოცნება

ზურაბიშვილი: სრულიად მიუღებელია პაპუაშვილის მიერ ახალგაზრდებზე გაკეთებული განცხადება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუშავილის მიერ სტუდენტების შესახებ ნათქვამ სიტყვებს გამოეხმაურა და მას მიუღებელი უწოდა.

"სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება. შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.

ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე". – წერს ზურაბიშვილი.

შალვა პაპუაშვილმა იმ სტუდენტებზე საუბრისას, რომლებიც ქართული ოცნების ლიდერებს ლექციებზე საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ, თქვა, რომ ისინი "პოლიტიკურად ანგაჟირებული 1 000-ლარიანი ახალგაზრდები" არიან.

კომენტარები