რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

როსტოვში ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის შენობა იწვის

ხანძარი ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის შენობაში

რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოს შენობა იწვის. რუსულ მედიაში წერენ, რომ ხანძრის დაწყებამდე გაისმა აფეთქების ხმები.

რუსეთის გადაუდებელ საქმეთა სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი გაჩნდა ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე, სადაც საწყობი მდებარეობს.

ხანძრის ჩასაქრობად გაემართა მეხანძრეთა 20 ჯგუფი. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი მოედო 880 კვადრატულ მეტრს.

ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ ხანძრის ადგილზე ისმის აფეთქებები და შესაძლოა ეს საბრძოლო მასალების აფეთქების ხმები იყოს.

როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი სასაზღვრო სამსახურის საწყობში მომხდარი აფეთქება გახდა.

კომენტარები