საქართველოს საპატრიარქო

ბოკერია საპატრიარქოს განცხადებაზე: თავისუფლებისა და მონობის გატოლება ბოროტებაა

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსული კანონის საწინააღმდეგო და ორკ-ქოცების საპროტესტო აქციებზე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, "ბოროტებისა და სიკეთის, თავისუფლებისა და მონობის გატოლება" ბოროტებაა. 

"რა გამოდის ამ განცხადებით, რომ ის მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის არიან მზად, ეს რწმენა აქვთ და ამიტომ გამოვიდნენ ქუჩაში და პუტინისტი, შავრაზმელები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მტრის ინტერესებს გამოხატავენ, თან ძალადობენ მოქალაქეებზე ერთი და იგივე არიან საპატრიარქოსთვის?!" - ამბობს გიგა ბოკერია. 

გუშინ, 15 მარტს საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერს, რომ პოლარიზების მცდელობა და დაუბალანსებელი მოწოდება ეკლესიისგან შორს დგას. ამასთანავე, საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ქოც-ორკების აქციაზე სპირიდონ ცქიფურიშვილი თვითნებურად მოქმედებდა და მიუღებელია ლოცვასთან ერთად მოქალაქეების მიმართ მუქარა. იმავე განცხადებაში საპატრიარქო აკრიტიკებს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მოქალაქეების ქცევასაც - წერს, რომ "ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, "მოლოტოვის კოქტეილების" საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში  ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია". 

კომენტარები