საქართველოს საპატრიარო

საპატრიარქო: პოლარიზების მცდელობა და დაუბალანსებელი მოწოდება ეკლესიისგან შორს დგას

15 მარტს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 14 მარტს პარლამენტთან ქოც-ორკების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საპატრიარქოს თქმით, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე სასულიერო პირი თვითნებურად, კანონიკის დარღვევით მოქმედებდა და მისი მოწოდებები პოლარიზაციას უწყობდა ხელს. 

"აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი." - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქომ განცხადებაში რამდენიმე დღის წინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დაუშვებელია, როგორც სამართალდამცავებთან დაპირისპირება და პარლამენტის შენობაში ცეცხლის გაჩენის მცდელობა, ისე პარლამენტთან ლოცვის პარალელურად მოქალაქეებისადმი მუქარა.

"აღვნიშნავთ, რომ ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, "მოლოტოვის კოქტეილების" საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში  ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა." - წერია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თქმით, საქართველოს მშვიდობა სჭირდება და ეკლესია პოლარიზებისა და ძალადობის მოწოდებისაგან შორს დგას.

"მალე დადგება ეს დრო, როცა ეს "ტრიაპკა" თავის სანაგვე ყუთში გადავარდება საბოლოოდ" - ამის შესახებ პუტინისტმა მღვდელმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტთან, ორკ-ქოცების აქციაზე, ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით თქვა. 

"ძალიან შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, რომ ამ სიწმინდის გვერდით მამათმავლობის "ტრიაპკა" არის ჩამოკიდებული, იყო ჩამოკიდებული მამათმავლობის "ტრიაპკა". და ეს არ ეკადრება საქართველოს ეს "ტრიაპკა", არ ეკადრება და მალე დადგება ეს დრო, როცა ეს "ტრიაპკა" თავის სანაგვე ყუთში გადავარდება საბოლოოდ" - თქვა მან, რის შემდეგაც, ორკ-ქოცებმა პარლამენტთან აღმართულ ჯვარზე საქართველოს დროშა მიამაგრეს.

იქამდე, პარლამენტის წინ შეკრებილმა პუტინისტებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.  

კომენტარები