რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია უკრაინის დასახმარებლად $1 მლრდ-იან ფონდს ქმნის – დანიის ფინანსთა სამინისტრო

დანიის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვისა და რეკონსტრუქციული სამუშაოებისთვის $1 მლრდ-იანი ფონდის შექმნა იგეგმება.

გადაწყვეტილებით, რომელსაც მხარი პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა, ფონდიდან ყველაზე დიდი წილი ჰუმანიტარულ დახმარებაზე გადანაწილდება.

"ეს მეტწილად ასახავს უკრაინელი ხალხის სურვილებს. სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გარდა, გათვალისწინებულია რეკონსტრუქციული სამუშაოებიც". - აღნიშნა ინტერვიუში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა. 

კომენტარები