ტაქსის რეფორმა

კალაძე A კატეგორიის ტაქსისტებს: თუ არ გაქვთ ნებართვა, აიღეთ 20 მარტამდე, თორემ დარჩებით ისე

ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება.

პირველ აპრილს ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვას აღარ გასცემს. ეს იქნება მათი სამუდამო საკუთრება და თავადვე გადაწყვეტენ, ჰქონდეთ, გააგრძელონ მუშაობა, იჯარაში გადასცენ ვინმეს, გაყიდონ თუ ა.შ.

ვინაიდან ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, მინდა მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე აუცილებლად უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა, მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა, იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა, ვინმე დარჩეს უკმაყოფილო. ამიტომ 20 მარტამდე აუცილებლად უნდა აიღოთ A კატეგორიის ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ პირველ აპრილს ვეღარ შეძლებთ მიიღოთ უვადო ნებართვები.

თბილისის მერი კახა კალაძე.

კომენტარები