ტაქსის რეფორმა

კალაძე: ტაქსის რეფორმა მართლა ძალიან მაგარია

ჩვენ პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული და ერთერთი საუკეთესო. შემიძლია წავიტრაბახო, რომ როდესაც დავამთავრებთ ამ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ევრო 6 ტიპის ავტობუსები. პარალელურად, მიკროავტობუსები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს. ტაქსის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, რომელიც მართლა ძალიან მაგარია და ვფიქრობ საზოგადოება ამას ხედავს და აფასებს. თუმცა, რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და იქნება შემდეგი ეტაპები. ასევე, მოსაწესრიგებელია მეტრო. გარდა ვაგონების რეაბილიტაციისა, რასაც უკვე ვაკეთებთ, საჭიროა ახალი ვაგონების შეძენა და სადგურების რეაბილიტაცია.

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსის რეფორმის შესახებ.

კომენტარები