რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რამშტაინის სამიტი 15 მარტს გაიმართება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

15 მარტს რამშტაინის სამიტი გაიმართება. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი წერს.

რეზნიკოვის თქმით, 14 მარტს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლლონგრენის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ლიდერებმა წინასწარ გამოკვეთეს ის ძირითადი საკითხები, რომლებსაც უკრაინის პარტნიორები შეხვედრაზე განიხილავენ.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის გარდა, რეზნიკოვის ცნობით, მან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე აშშ-ს თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთანაც ისაუბრა. მისივე თქმით, "მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხი განიხილეს და გამარჯვებისკენ მიმავალი ტრაექტორია დასახეს".


უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რამშტაინის სამიტი, თებერვალში გაიმართება.

როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, იგი ხედავს ყოველი ასეთი შეხვედრისას, თუ როგორ იზრდება პარტნიორების ნდობა უკრაინის მიმართ. "ეს ყველაფერი ჩვენი ჯარისკაცების და წარმომადგენლების შრომის დამსახურებაა. მეტი ნდობა ნიშნავს მეტ იარაღს. დავიცვათ ჩვენი მიწა, ზღვა... და ცა!" – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი Twitter-ზე.

კომენტარები