ხობის მუნიციპალიტეტი

ქარბორია: ხობში სპორტკომპლექსი, რომელშიც ₾5 615 250 დაიხარჯა, 6 წელი შენდებოდა

ხობის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ქარბორიას ინფორმაციით, ხობში სპორტკომპლექსი, რომელშიც 5 615 250 ლარი დაიხარჯა, 6 წელი შენდებოდა.

მათივე ცნობით, თავდაპირველად სპორტკომპლექსის მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ამისთვის არც არავინ დასჯილა.

"მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2016 წელს ხობში, კინოთეატრ თუთარჩელას შენობაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ამისთვის ფული ევროპის საინვესტიცო ბანკს გამოვართვით.

მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ხობის მერიამ გვითხრა, კომპანია ფერლით-ჯორჯიამ მხოლოდ 840 887 ლარის სამუშაოები შეასრულა. კომპლექსი არ დასრულდა და არავინ დასჯილა.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ისევ მოგვცა ფული, სპორტკომპლექსის დასასრულებლად. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3 093 935 ლარი გასცა კომპანიაზე ართვინ ჯორჯია და, როგორც მერია გვეუბნება, მშენებლობა დასრულდა 2022 წელს.

სულ, სპორტკომპლექსისთვის დაგვიხარჯავს 5 615 250 ლარი და ვაშენებდით 6 წლის განმავლობაში". - წერს ორგანიზაცია.

კომენტარები