Aukus

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია ბირთვული წყალქვეშა ნავების პროექტზე შეთანხმდნენ

BBC

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ატომური ენერგიის წყალქვეშა ნავების ახალი ფლოტის შექმნის გეგმის შესახებ სან-დიეგოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

შეთანხმება მიზნად ისახავს ჩინეთისთვის წინააღმდეგობას გაწევას ინდოეთსა და წყნარ ოკეანეებში.

AUKUS-ის პაქტის თანახმად, ავსტრალია აშშ-სგან, სულ მცირე, სამ ბირთვულ წყალქვეშა ნავს მიიღებს. 

მოკავშირეები ასევე იმუშავებენ ახალი ფლოტის შექმნაზე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის, ბრიტანული Rolls-Royce-ის რეაქტორებით. 

2027 წლიდან აშშ და დიდი ბრიტანეთი ასევე განათავსებენ მცირე რაოდენობის ბირთვულ წყალქვეშა ნავებს პერტში, სანამ ავსტრალია 2030-იანი წლების დასაწყისში აშშ-სგან შეიძენს სამ წყალქვეშა ნავს - კიდევ ორის შეძენის შესაძლებლობით.

პეკინის შეფასებით, შეთანხმება "ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას".

ჩინეთის გაეროს მისიამ ასევე დაადანაშაულა დასავლელი მოკავშირეები მსოფლიოში ბირთვული იარაღის შეზღუდვის მცდელობების შეფერხებაში.

ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ წყალქვეშა ნავებს ექნება ბირთვული ძრავა, მაგრამ არ იქნება ბირთვული იარაღით აღჭურვილი.

კომენტარები