Aukus

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უშიშროების ახალი პაქტი, AUKUS-ი გააფორმეს

სკოტ მორისონი, ჯო ბაიდენი და ბორის ჯონსონი

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უშიშროების ახალ პაქტს, Aukus-ს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ავსტრალიას შესაძლებლობას მისცემს პირველად ატომური წყალქვეშა ნავების შემუშავების საშუალებას. პაქტი ასევე ხელოვნური ინტელექტის, კიბერ- და კვანტურტექნოლოგიებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ​Aukus-ი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამ ქვეყანას შორის გაფორმებული ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა. მართალია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია წლებია მოკავშირეები არიან, მაგრამ ახალი პაქტი კიდევ უფრო აღრმავებს თავდაცვის საკითხებში ამ სახელმწიფოების თანამშრომლობას.

პაქტის მთავარი ფოკუსი სამხედრო შესაძლებლობები იქნება. ავსტრალიის მიერ ატომურ წყალქვეშა ნავების შემუშავების დაწყება პაქტის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა არანაკლები მნიშვნელოვანია კიბერტექნოლოგიების, კვანტური ტექნოლოგიების, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული და სხვა წყალქვეშა ტექნოლოგიების გაზიარება მოკავშირეებს შორის.

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის და ავსტრალიის პრემიერმინისტრის სკოტ მორისონის ერთობლივი განცხადების თანახმად პარტნიორობის მიზანია რეგიონში "უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ხელი შეუწყოს".

"ეს არის ისტორიული შესაძლებლობა სამი სახელმწიფოსთვის, თანამოაზრე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, დაიცვან საერთო ღირებულებები და ხელი შეუწყონ ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას" - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერებს რეგიონში ერთ-ერთ საფრთხედ ჩინეთი პირდაპირ არ დაუსახელებიათ, მაგრამ აღნიშნეს რომ რეგიონალური უსაფრთხოებისთვის გამოწვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სავარაუდოა, რომ შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი ჩინეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობების დაბალანსებაა. ბოლო წლებში დასავლურმა დემოკრატიებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება, ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში ჩინეთის სამხედრო გავლენის ზრდასთან დაკავშირებით. ბოლო წლებში პეკინს სადავო ტერიტორიებზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის ზრდაში ადანაშაულებენ. ჩინეთმა ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო სანაპირო დაცვაში, რომელიც ექსპერტების შეფასებით ფაქტობრივად დე ფაქტო სამხედრო ფლოტია. გარდა ამისა, დასავლეთი სიფრთხილით უდგება წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის ეკონომიკურ აქტივობასაც, ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სავაჭრო სანქციებს.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ დასავლეთის ქვეყნები "ცივი ომის მენტალიტეტსა და იდეოლოგიურ ცრურწმენაში" დაადანაშაულა.

კომენტარები