გასულ კვირაში გამოიკვეთა ფრანკლინის კლუბის აქტივობა. ფრანკლინის კლუბი არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია Atlas Network-ი, რომელიც წარსულში ძალადობრივ და არაძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა ბრექსიტზე, ანუ, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე. ფრანკლინის კლუბი პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს, როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზება ხდება არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ეს არის კახა ბენდუქიძის მიერ ერთ დროს 1 ლარად მითვისებული თავისუფალი უნივერსიტეტი და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული საქართველოს უნივერსიტეტი. აქტივობისთვის ფრანკლინის კლუბი აქტიურად იყენებს საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. ფრანკლინის კლუბში ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე აქტიურად ელაპარაკებიან.
ქართული ოცნება
კობახიძე: გასულ კვირაში გამოიკვეთა ფრანკლინის კლუბის აქტივობა, ის უცხოური გავლენის აგენტია
tbl.ge/6b0n
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძექართული ოცნებაფრანკლინის კლუბიკანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებრუსული კანონი
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




