ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონის გამოხმობის თაობაზე. ამას ჰქონდა ერთი მთავარი მიზეზი - ეს არის ის, რომ ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს. ერთი ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობაც რომ ყოფილიყო რისკის ქვეშ მომდევნო დღეების განმავლობაში, ეს ნამდვილად არ გვიღირდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ჩვენ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ამ ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის, საზოგადოების აღქმებსაც. ეს აღქმა, შესაძლოა, არ იყო შესაბამისობაში რეალობასთან, სინამდვილესთან, მაგრამ როცა გარკვეული აღქმა ყალიბდება, მას უკვე შეიძლება გაუწიო ანგარიში.
tbl.ge/6ax9
დაკოპირდა

ამბობს იმედთან ინტერვიუში ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსული კანონის გაწვევაზე.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




