დროა

უკრაინის მხარდამჭერი სტიკერების გაკვრის გამო დროას წევრი 5 000 ლარით დააჯარიმეს – ხოშტარია

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, პარტიის წევრი, შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც ხოშტარია განმარტავს, მიზეზი უკრაინის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით 5 სტიკერის გაკვრაა. 

"5000 ლარიანი ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის. 

დღეს "დროას" წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს ფოტოზე აღბეჭდილი სტიკერის "თვითნებურად განთავსების" გამო.

პ.ს. სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა". - წერს ხოშტარია. 

კომენტარები