დროა

ხოშტარია: ჩემსა და ზურას სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები

ელენე ხოშტარიას სახლთან გამოკრული პლაკატები
Facebook / Droa • დროა

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, მის სახლთან ახლოს შეურაცხმყოფელი პოსტერები გააკრეს. ხოშტარია აღნიშნავს, რომ მსგავსი პლაკატები გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სახლთანაც გააკრეს. 

"ჩემი და ზურას სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები. ზუსტად სახლის გასწვრივ. 4-ვე ჩემი შვილი იზრდება ისე, რომ იციან, რას ვაკეთებ და რატომ. ეს გამოკრული [პლაკატები] ჩვენთვის უღირსობის გაკვეთილების ახსნა იქნება. მიხარია, როცა ჩემს შვილებს შემიძლია, ავუხსნა კონკრეტული მაგალითებით, რა არის უღირსობა. კარგად გაიგებენ, ისევე, როგორც აქამდე გაუგიათ. ოღონდ, აი, თქვენ, ძალიან სასაცილო და მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ". – წერს ხოშტარია. 

მომხდართან დაკავშირებით ფეისბუქზე ფოტო გაავრცელა ზურა ჯაფარიძემაც.

"ოეე, **ეებო, სადარბაზოს დედაც, მოდით, ბინაში გაგაკვრევინებთ". – წერს ჯაფარიძე.

კომენტარები